მეცხრე დღით ეს საინტერესო ტრენინგი დასრულდა.
ინტელის სასწავლო კურსი ძალიან შრომატევადი და პროდუქტიული აღმოჩნდა ჩემთვის.
აქამდე პროექტებზე მხოლოდ თეორიული წარმოდგენა მქონდა. ამ ცხრა დღის განმავლობაში უკვე კარგად ვისწავლე პროექტის თითოეული ეტაპის პრაქტიკულად განხორციელების და დოკუმენტაციის სწორად წარმოების გზები.
ამ ყველაფერში რა თქმა უნდა ლომის წილი ქალბატონ ქეთის ეკუთვნის. მისი მონდომების და მოთმინების შედეგი სწორედ ის არის, რომ ამის შემდეგ ტრენინგის მონაწილე თითოეული მასწავლებელი პროექტის გამზადებული დოკუმენტაციით წარსდგება მოსწავლეების წინაშე და განვახორციელებთ მას.
მადლობა ასევე, ტრენინგში მონაწილე პედაგოგებსაც.
Saturday, April 8, 2017
Sunday, April 2, 2017
პროექტის მერვე დღე
დღევანდელი დღეც პროდუქტიული აღმოჩნდა. შევქმენით ფასილიტაციის რესურსი. გადავხედეთ ჩვენს პორთფოლიოს დაშევასწორეთ სახელები. საბოლოოდ ჩვენი პორტფოლიო გადავიტანეთ დრაივზე, მივანიჭეთ მისამართი და საქაღალდე გადავიტანეთ ბლოგზე. საინტერესო ტრენინგია.
Saturday, April 1, 2017
ტრენინგის მეშვიდე დღე
ტრენინგის მეშვიდე დღეც შრომატევადი, მაგრამ პროდუქტიული აღმოჩნდა. ვიმუშავეთ პროექტის მიმდინარეობის პროცესში მოსწავლის საჭიროებებზე. გავწერეთ ჩვენი პროექტის გეგმა ეტაპების მიხედვით. საინტერესო ტრენინგია.
Subscribe to:
Posts (Atom)