Saturday, April 8, 2017

ტრენინგის მეცხრე დღე

     მეცხრე დღით ეს საინტერესო ტრენინგი დასრულდა.
ინტელის სასწავლო კურსი ძალიან შრომატევადი და პროდუქტიული აღმოჩნდა ჩემთვის.
    აქამდე პროექტებზე მხოლოდ თეორიული წარმოდგენა მქონდა. ამ ცხრა დღის განმავლობაში უკვე კარგად ვისწავლე  პროექტის თითოეული ეტაპის პრაქტიკულად განხორციელების და დოკუმენტაციის სწორად წარმოების გზები.
    ამ ყველაფერში რა თქმა უნდა ლომის წილი ქალბატონ ქეთის ეკუთვნის. მისი მონდომების და მოთმინების შედეგი სწორედ ის არის, რომ ამის შემდეგ ტრენინგის მონაწილე თითოეული მასწავლებელი პროექტის გამზადებული დოკუმენტაციით წარსდგება მოსწავლეების წინაშე და განვახორციელებთ მას.
    მადლობა ასევე, ტრენინგში მონაწილე პედაგოგებსაც.

Sunday, April 2, 2017

პროექტის მერვე დღე

დღევანდელი დღეც პროდუქტიული აღმოჩნდა. შევქმენით ფასილიტაციის რესურსი. გადავხედეთ ჩვენს პორთფოლიოს დაშევასწორეთ სახელები. საბოლოოდ ჩვენი პორტფოლიო გადავიტანეთ დრაივზე, მივანიჭეთ მისამართი და საქაღალდე გადავიტანეთ ბლოგზე. საინტერესო ტრენინგია.

Saturday, April 1, 2017

ტრენინგის მეშვიდე დღე

ტრენინგის მეშვიდე დღეც შრომატევადი, მაგრამ პროდუქტიული აღმოჩნდა.  ვიმუშავეთ  პროექტის  მიმდინარეობის  პროცესში  მოსწავლის საჭიროებებზე.  გავწერეთ ჩვენი  პროექტის გეგმა   ეტაპების  მიხედვით. საინტერესო ტრენინგია.

Sunday, March 26, 2017

პროექტის მეექვსე დღე

დღევანდელი დღეც დატვირთული და პროდუქტიული იყო. გავაკეთეთ მოსწავლის პრეზენტაცია . გავეცანით შეფასების ნიმუშების ახალ ფორმებს.გადავხედეთ გეგმებს.

Saturday, March 25, 2017

ტრენინგის მეხუთე დღე

დღევანდელი დღე აქტივობებით ძალიან დატვირთული აღმოჩნდა. გავეცანით საავტორო უფლებების გამოყენებას, დავათვალიერეთ ერთმანეთის ბლოგები და გავაკეთეთ კომენტარები. შევქმენით მოსწავლის ბლოგი და გავიხსენეთ ბლოგის გაჯეტები.

Sunday, March 19, 2017

ტრენინგის მეოთხე დღე

ტრენინგზე  განვიხილეთ შეფასების  სხვადასხვა  მეთოდები,  ასევე  დავწერეთ  დროში  გაწერილი  შეფასების გეგმა.  პაუერპოინტში  ავაწყეთ პროექტის პრეზენტაციის ნიმუში,  გავიმეორეთ  ბლოგის გვერდები.  საინტერესო ტრენინგია.

Saturday, March 18, 2017

ტრენინგის მესამე დღე

ვისწავლე პროექტის გეგმაზე მუშაობა. პროექტის მიზნის განსაზღვრა... გამოვიყენებ პრაქტიკაში

Sunday, March 12, 2017

ტრენინგის მეორე დღე

დღევანდელი დღე საკმაოდ დატვირთული და პროდუქტიული აღმოჩნდა. პროექტის წარმართვისათვის ვისწავლეთ ბუკლეტების დამზადება.  გავიმეორეთ ვორდის პროგრამა. მომავალში ეს მასალა დამეხმარება პედაგოგიურ პრაქტიკაში.

Saturday, March 11, 2017

ტრენინგის პირველი დღე

გავეცანი,  ინტელის კურსს.  აქამდეც ვიცოდი,  რომ  პროექტებით  სწავლება სასწავლო პროცესში ფართოდ გამოიყენება.  თეორიულ დონეზე ვიცნობ პროექტის შინაარსს. მომავალი ტრენინგისათვის მოვიფიქრებ პროექტის იდეას, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებ სასწავლო პროცესში.  ტრენინგზე გავეცანი პროექტის საქაღალდის არსებობას,რაც დამეხმარება მომავალი პროექტების წარმართვაში. მოლოდინი  და სურვილი მაქვს რომ ტრენინგზე დახარჯული დრო და ენერგია დადებითად აისახება ჩემს პედაგოგიურ  პრაქტიკაში.